ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი კორონავირუსით დაინფიცირდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულიგანყოფილების დირექტორმა, ლალი ტირძელაძემ დაუდასტურა.
როგორც ტურძელაძემ აღნიშნა, სასულიერო პირი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის უცნობია, რადგან კლინიკაში ამბობენ, რომ “ეს მისი პირადი ინფორმაციაა”.