“მეუფე იობს ჰომოსექსუალი მღვდლების შავი სია აქვს და საპატრიარქოს ატერორებს“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

თეოლოგები ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ყოველივე ეს საპატრიარქოს მხრიდან უყურადღებობით არის განპირობებული. მათი განმარტებით, წლების განმავლობაში, არ ისჯებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც „ანაფორას იყვნენ ამოფარებულნი“.

ტვ ფორმულასთან თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის გავლენებზეც საუბრობს. მისი თქმით, მეუფე იობს სასულიერო პირებზე გარკვეული კომპრომატები აქვს და ამის გამო, საპატრიარქო მას არ ეხება.

„თვითონ ეპარქიის ხელმძღვანელმაც სცადა, რომ ყველაფერი მიეჩქმალა. თავდაპირველად ყველა ყველაფერს უარყოფდა მაგრამ წარმოიდგინეთ, თვით მეუფე იობიც კი გახდა იძულებული, რომ ეს საკითხი ეღიარებინა. საპატრიარქოს უბრალოდ თავის გასამართლებელი ფორმალური საფუძველიც აღარ აქვს. რა შეიძლება ითქვას, როდესაც ბერები ნასვამ მდგომარეობაში, ბოდიში და,  „გონკაობენ“ გზაზე, უსაფრთდება ერთი ბერი და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრილავს მეორის მანქანას. საპატრიარქო არ არ ერევა იობის საქმეში. ის არის ერთ-ერთი ხელშეუხებელი ეპისკოპოსი, იმიტომ რომ ატერორებთ. მე ვიცი, რომ იობს აქვს ჰომოსექსუალი სასულიერო პირების ე.წ. შავი სია და ამით, ასე  ვთქვათ, ატერორებს საპატრიარქოს“, – განაცხადა გამრეკელაშვილმა.

თეოლოგთა ნაწილი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში საეკლესიო სასამართლო არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ, საქმე სინოდის სხდომაზე განიხილონ.

„მსგავს საკითხებს განიხილავს, ზოგადად, სინოდი, მაგრამ რამდენადაც სინოდის მოწვევა პროცედურებთან არის დაკავშირებული, ამიტომ უნდა არსებობდეს საქართველოში

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, არქიმანდრიტი საბა ჟღენტს რამდენჯერმე ესროლა რასაც წინ ურთიერთდაპირისპირება უძღვოდა. მამა დავით აქიაშვილს 29 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავით აქიაშვილი მეუფე იობის შვილობილია. თუმცა მეუფე იობი დღეს აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც ის ნასვამი ნახა მისი შვილობილი აღარ არის.