მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმიანება.
მეუფე მელქისედეკი აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის
“მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ხალხს, ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება, ამიტომ მე იმას ვამბობ, რომ მაგალითად, როდესაც წმინდა სინოდის წევრმა, არ ვიცი, რა ხდება, ამავდროულად საქართველოს ეკლესიის რიგითი სასულიერო პირი, რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია. ვინაიდან 2014-ში ეს ყველაფერი იცოდნენ, 6 წლის განმავლობაში რატომ დუმდნენ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ 6 წელია იცოდნენ თუ რამე იცოდნენ, მე ვერ გავიგე რა არის ამ რუქებში”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.