მეუფე ნიკოლოზის ეპარქიის ბერი, ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება მამაკაცს – ვიდეო

მეუფე ნიკოლოზის ეპარქიის ბერი, ბერი ალექსი  ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება ახალგაზრდა მამაკაცს. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ბასილ კობახიძე და ასევე ავრცელებენ მუქარის ვიდეოსაც.

“ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ეპარქიის თავკვეთულას მონასტრის კეთილომოწესედ წოდებული ავაზაკი ბერი ალექსი ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდა ახალგაზრდა მამაკაცს, არსებობს ფაქტის ამსახველი ვიდეო, იხ. კომენტარში. ეს ვიდეო რამდენიმე თვეა დევს საჯაროდ ინტერნეტში, ხოლო საზოგადოების, მედიის, შსს-ს რეაქცია არის ნული, სალახანა ნიკოლოზი კი საათობით უზით ტელევიზიებს და ალაქლაქებენ. ტიპი ერთობა და ღადაობს მუდმივად, ამასობაში უფასო აიფონ თორმეტს და სექსშოპის პროდუქციასაც გამოჰკრა ხელი…”- წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.