“გუშინ იყო ამ მონასტრის დღესასწაული და მივიდნენ ისეთ დროს, რომ ეს დღესასწაული არ არის დამთავრებული. სავარაუდოდ ეს ბერები, წესია უბრალოდ, 6 ათასი გარეჯელი ბერის ხსენებაა წარმოიდგინეთ, სტუმრები არიან, ეს არ არიან მარტო იმ მონასტერში მცხოვრები…ცხადია, რომ წირვის შემდგ, აუცილებლად ტიპიკონით არის ესე, ტრაპეზი უნდა გაიმართოს და აუცილებლად უნდა იკმიონ აღდგომის დღესასწაულია და აუცილებლად უნდა მიიღონ ღვინო, უნდა დალიონ. აუცილებელია ეს ტიპიკონის მიხედვით.
რა თქმა უნდა, უნდა მოზომონ და არ უნდა დათვრეს სასულიერო პირი, ვემიჯნები ამას ყოველთვის, მაგრამ ნასვამი აუცილებლად იქნება, წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, ეს არხის, სახელად მთავარის საყურადღებოდ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და დააფიქსიროთ. მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი აუცილებლად, იმიტომ რომ, რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის”.
ასე ეხმიანება ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი დავით–გარეჯში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმას.