ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ნაჩუქარი iPhone 12-ით ფილმი გადაიღო და საკუთარ Youtube-ს არხზე ატვირთა.
მეუფის თქმით, ფილმი საქართველოში წმინდანების სხეულების ჩამობრძანებას ეხება.
„ფილმი გადაღებული და დამონტაჟებულია 2020 წლის 14-18 დეკემბერს საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში iPhone 12 pro ტელეფონით და იტალიიდან საქართველოში წმინდანების სხეულის ნაწილების ჩამობრძანებას ეძღვნება“, – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზს ერთ–ერთმა კომპანიამ Iphone 12 აჩუქა, რის შემდეგაც სასულიერო პირმა განაცხადა, რომ მობილური ფილმების გადასაღებად სჭირდება.