მეუფე სპირიდონი ბავშვებს იბარებს და ეკითხება უნდათ თუ არა პანსიონის დატოვება – ვიდეო

ნინოწმინდის პანსიონში მეუფე სპირიდონი ბავშვებს იბარებს და ეკითხება უნდათ თუ არა პანსიონის დატოვება. ვიდეოს მეუფე სპირიდონი კი საჯაროდ ავრცელებს. ვიდეოში სპირიდონი ერთ-ერთი ბავშვის დედას ურეკავს რომელიც აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია მისი შვილი პანსიონატის გარდა მის დაუკითხავად სადმე სხვაგან წაიყვანონ.

აღნიშნულ ფაქტს უფლებადამცველი და იურისტი ბაია პატარაია ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა :

”ეს რა ხდება ნინოწმინდაში? ვინმე სჭკუა შეგრჩათ თავში? ბავშვები რატომ გამოგყავთ ასე საჯაროდ დაკითხვაზე? ნორმალურები ხართ? მარტო ამსითვისაა ეს იდიოტი სპირიდონა დასაჭერი.”- წერს ბაია პატარაია