მეუფე სტენაფე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს.

“სასულიერო პირებს შორის დღეს იყო კრება. მოწვეული იყო ყველა, ვისაც უნდოდა კითხვების დასმა. ყველას მოვუსმინე. პასუხების გაცემის დრო რომ დადგა, პასუხების გაცემის საშუალება არ მომცეს. ჟურნალისტებმა გაამწვავეს ვითარება და შემოიჭრნენ შიგნით… არ მომისმინეს. ის ხალხი რომ ყვირის, მათ შეთქმულება მოაწყვეს, სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი, რომ ჩხუბი ყოფილიყო. არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას”, – აცხადებს მეუფე სტეფანე.