მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი ცაგერში, საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
მათი ცნობით, მიტროპოლიტი სტეფანე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კატასტროფის მანქანით თბილისში ერთ-ერთ საავადმყოოფში გადაიყვანა.
ამ დროისთვის მეუფე სტეფანე ჰოსპიტალიზებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება თორმეტგოჯა ნაწლავის გასკდომამ გამოიწვია.