ერთ-ერთი ადგილობრივი შოვში მეწყრის ზონაში ცოლს და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს. როგორც ის მედიებს უყვება, ოჯახთან კავშირის დამყარებას ვერ ახერხებს, ხოლო ოფიციალური პირები მათ სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.
“მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი რა სიტუაციაა და როგორ არიან, მე როგორც ვიცი ორი ვერტმფრენი ჰყავთ, რომლებსაც შეუძლია ღამეც ფრენა, ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც რომ ვიპოვოთ.[..]
იპოვონ ჩემი მეუღლე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი, სანამ ცოცხლები არიან, ალბათ, კიდევ. მეტი რა მოთხოვნა უნდა მქონდეს. არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს… ჩამოწვა მეწყერი და სავარაუდოდ ანძაც ჩამოწვა, არ ვიცი, ვერ ვუკავშირდები ვერავის.
მე ვეძებ ოფიციალურ პირებს, რომ რაღაც დავეკითხო, მე თვითონ გადავალ, მე თვითონ დავიწყებ სამძებრო [სამუშაოებს], მაგრამ არავინ არაფერს არ მეუბნება.” – აცხადებს მოქალაქე.
- თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.