“პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. და მეორე – მთელი მსოფლიოს და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ.

ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ცდილობენ, გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთი საქმის მიმართ, რადგან ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, თავი მოაწონოს რუსეთს თავიანთი ქმედებებით და განცხადებებით. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის”

თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.