“ჩემთვის ეს აღიქმება ისე, რომ საქართველო აღარ არის NATO-ს ასპირანტი. ვგულისხმობ იმას, რომ პრემიერმინისტრი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა NATO-ს გაფართოების გამო. მე მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს არ სურს, საქართველო NATO-ს წევრი გახდეს, რადგან შიშობს და გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება. ორი რამ – ის იყენებს კრემლის ნარატივს იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში, ეს ჩემთვის გაუგებარია და მეორე, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მის განცხადებაზე დაყრდნობით კი ჩანს, რომ მას აშკარადა არ აქვს არანაირი განზრახვა და ინტერესი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ საქართველოსთან გაერთიანდეს,

აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.