ახალი კვლევის ფარგლებში ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტექტონიკური ფილების მდუმივი მოძრაობა ადრე თუ გვიან კონტინენტების შეჯახებას გამოიწვევს და წარმოიქმნება ახალი კონტინენტი, შუაში დიდი უდაბნოთ. ამის შესახებ Zme Science წერს.
მოგეხსენებათ, დედამიწის ზედაპირი ყოველთვის ერთნაირად არ გამოიყურებოდა. პლანეტის ქერქი რამდენიმე მყარ ფილად არის დაყოფილი, რომლებსაც ტექტონიკური ფილები ეწოდება. ისინი ადგილზე უძრავად არ დგანან, არამედ წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრით გადაადგილდება. წლების, ასწლეულების და ათასწლეულების პერიოდშიც კი არსებითი განსხვავების დანახვა შეუძლებელია, თუმცა, თუ 10 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს დავუბრუნდებით, ადვილად შესამჩნევი იქნება კოლოსალური განსხვავება დღევანელობასთან.
ზოგიერთი ტექტონიკური ფილა ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობს, ზოგი ერთმანეთს შოროდება, ზოგჯერ კი ერთმანეთს ეჯახება. დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც ახლაც გრძელდება. ამჟამად ატლანტიკა წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრის სიჩქარით იზრდება, იმ დროს, როცა წყნარი ოკეანე იმავე სიჩქარით მცირდება. ამგვარად, კონტინენტების და ოკეანეების კონფიგურაცია იმის მიხედვით შეიცვლება, თუ როგორ შემცირდება ან გაქრება გაქრება წყნარი ოკეანე ან ატლანტიკის ოკეანე როგორ გარდაიქმნება მეგაოკანედ.
როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, 200–300 მილიონი წლის შემდეგ კონტინენტები გაერთიანდებიან და სუპერკონტინენტის ფორმირება მოხდება, რაც წარსულშიც მომხდარა, პირველ რიგში კონტინენტ პანგეაზე. პანგეის დროს კონტინენტების გარშემო ერთი დიდი ოკეანე იყო –პანტალასა.
როგორც კერტინის უნივერსიტეტის მეცნიერი, ჩუან ხუანი აღნიშნავს, ბოლო ორი მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის კონტინენტები ერთმანეთს ეჯახებიან და ყოველ 600 მილიონ წელიწადში ერთხელ სუპერკონტინენტს ქმნიან. ამიტომაც სრულიად რეალურია, რომ ამჟამინდელ კონტინენტებს იგივე ბედი ელის.
“ჩვენი დასკვნით, ახალი სუპერკონტინენტი ამასია ზუსტად 280 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდება, დედამიწაზე ხმელეთის უდიდესი ნაწილი კი გაერთიანდება“– ამბობენ ექსპერტები.
ამასიის ფორმირება პლანეტაზე ბევრ რამეს შეცვლის. სპეციალისტების მონაცემებით, ზღვის დონე უფრო დაბალი იქნება,სუპერკონტინენტის შუა ნაწილში კი, რომელიც მთლიანად მოწყვეტილი იქნება ნოტიო ქარებისგან, უკიდურესად მშრალი ტემპერატურა იქნება. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ამასიის ხმელეთის უდიდესი ნაწილი იმავე განედის გარშემო იქნება შემოკრებილი, სადაც ახლაა.
ზოგიერთი წინა მოდელირებების შედეგად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ხმელეთის მასივი ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო მოიყრიდა თავს, რაც პლანეტას ადამიანის ცხოვრებისთვის ნაკლებად ხელსაყრელს გახდიდა, თუმცა ახალი მოდელირება აჩვენებს, რომ დედამიწა სიცოცხლისთვის გამოსადეგი კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება.