მეცნიერები: დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდება

როგორც ჩანს, კაცობრიობას კიდევ ერთი მიზეზი გამოუჩნდა, რომ სწრაფად მოძებნოს პლანეტა დაკვირვებად სამყაროში, რომელიც შესაფერისია განსახლებისთვის და იქამდე მისაღწევად რაიმე გზა შეიმუშაოს, რადგან დრო გაცილებით ნაკლები დარჩა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

უფრო ზუსტად კი, დაახლოებით 250 მილიონი წელი და ეს ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით.

ამ დროის გასვლის შემდეგ, როგორც ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ამბობენ, დედამიწის კონტინენტები გაერთიანდება, და  ძირითადად ტროპიკულ განედებში და ეკვატორის გასწვრივ განლაგდება, რაც კლიმატის მიმდინარე ცვლილებებთან ერთად, გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პლანეტის ხმელეთის 96%  ნებისმიერი ძუძუმწოვრისთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდება.

”როგორც ჩანს, მომავალში სიცოცხლე კიდევ უფრო დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება.- თქვა ჰანა დევისმა, პოტსდამში მდებარე  გერმანიის დედამიწის კვლევის ცენტრის პროფესორმა, რომელსაც Nature დაუკავშირდა კომენტარისთვის.

დროის ათვლა დაიწყო?

მეცნიერებმა დიდი ხნის წინ გამოთვალეს, დაახლოებით  რამდენი ხანი დარჩა მზის სისტემას არსებობისთვის და მასთან ერთად ჩვენს პლანეტას.

დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბების შემდეგ, ჩვენი ვარსკვლავი  სინათლისა და სითბოს გამოსხივებას დაახლოებით იგივე დროის განმავლობაში გააგრძელებს (თუნდაც ცოტა მეტი) სანამ მისი თერმობირთვული საწვავის მარაგი არ ამოიწურება.

ამის შემდეგ, მზე დაიწყებს ნელ-ნელა ჩაქრობას, თანდათან გაიზრდება მოცულობაში, სანამ არ შთანთქავს ჯერ მერკურს, შემდეგ ვენერას – და დიდი ალბათობით ჩვენს დედამიწას.

თუმცა, დედამიწა მეცნიერების გათვლით ადამიანის სიცოცხლისთვის უვარგისი გახდება ბევრად უფრო ადრე (დაახლოებით 20-ჯერ) – სულ რაღაც 250 მილიონ წელიწადში.

ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, რომლებმაც გამოთვალეს დედამიწის ქერქის მონაკვეთებისა და ჩვენი პლანეტის ზედაპირზე მდებარე კონტინენტების მოძრაობის ტრაექტორია, ასევე თანმხლები კლიმატის ცვლილებები.

კვლევის შედეგების მიხედვით, (დახვეწილი მათემატიკური მოდელების გამოყენებით), მეოთხედი მილიარდი წლის განმავლობაში, ახლა პლანეტაზე მიმოფანტული კონტინენტები ერთმანეთს შეერწყმება და ერთ სუპერკონტინენტს წარმოქმნის.

ეს ასე მოხდება:

აფრიკა და ევრაზია გააგრძელებენ ერთმანეთთან დაახლოებას, ორივე მხრიდან არაბეთის ნახევარკუნძულის გარშემო მჭიდრო რკალს შექმნიან, რის შემდეგაც გაერთიანებული აფრო-ევრაზიული კონტინენტი ამერიკას შეეჯახება.

შედეგად, ატლანტიკის ოკეანე შემცირდება ორი შიდა ზღვის ზომამდე. ერთი თანამედროვე კანადასა და გაბონს შორის იქნება, მეორე კი თანამედროვე მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის.

მადაგასკარი აფრიკასა და ბრაზილიას შორის მოექცევა, დაუბლოკავს ინდოეთის ოკეანის წყლებს გზას წყნარი ოკეანისკენ და იმისკენ, რაც ატლანტიკის ოკეანისგან დარჩება.

ასეთი შერწყმის გვერდითი ეფექტი იქნება პლანეტაზე ვულკანური აქტივობის დონის მკვეთრი მატება – და, შედეგად, დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის კატასტროფული ზრდა.

ეს, თავის მხრივ, აუცილებლად გაზრდის სათბურის ეფექტს, რის შედეგადაც ხმელეთის უდიდესი ნაწილი (90%-ზე მეტი) უნაყოფოდ, ხოლო უზარმაზარი რეგიონებიმზისგან გადამწვარ უდაბნოდ იქცევა.

ახალი სუპერკონტინენტის კლიმატური პირობების შესახებ კითხვაზე რაც შეიძლება ზუსტად პასუხის გაცემის მიზნით, კვლევის ავტორებმა შექმნეს რთული მათემატიკური მოდელი, და შეეცადნენ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ დღეს მეცნიერებისთვის ცნობილი ყველა შესაძლო ფაქტორი.

გაანგარიშების შედეგები მიუთითებს, რომ ზაფხულში ერთიანი  კონტინენტის უმეტეს ნაწილში 40 °C-ზე მაღღალი ტემპერატურა იქნება,  რაც  დარჩენილ მდინარეებს დაშრობს.

კვლევის ავტორების თქმით, მას შემდეგ რაც მთლიანად უწყლოდ დარჩებიან, სუპერკონტინენტის ცენტრალური რეგიონები  უდაბნოებად გადაიქცევა, სადაც ძუძუმწოვრები უბრალოდ ვერ გადარჩებიან – “გარდა ზოგიერთი ძალიან სპეციალიზებული სახეობისა”.

თუ დღეს დედამიწის ზედაპირის დაახლოებით ორი მესამედი შესაფერისია ადამიანის სიცოცხლისთვის, მაშინ 250 მილიონი წლის შემდეგ სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სანაპირო და პოლარულ რეგიონებში, რომლებიც ერთად შეადგენენ მისი ზედაპირის მხოლოდ 8%-ს.

კვლევის ავტორთა აზრით, ეს აუცილებლად გამოიწვევს მასობრივ გადაშენებას – არა მხოლოდ ძუძუმწოვრებს, არამედ ზოგადად ყველა ცოცხალ არსების – ანუ, როგორც ცხოველების, ასევე მცენარეების ყველაზე ცნობილი სახეობების გაქრობას.

თუ ვივარაუდებთ, რომ ამ დროისთვის დედამიწაზე კვლავ იცხოვრებენ ადამიანები, შესაძლოა, ისინი მოახერხებენ იპოვონ რაიმე გზა ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის – თუმცა ეს სცენარი ასახავს სურათს, რომელიც მოგვაგონებს ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის ფრენკ ჰერბერტის საკულტო რომანს Dune.

„შედეგად ადამიანები უფრო ადაპტირებულნი იქნებიან უდაბნოს პირობებში ცხოვრებასთან? კითხულობს პროფესორი დევისი. გადავლენ თუ არა ისინი ძირითადად ღამის ცხოვრების წესზე და გადასახლდებიან გამოქვაბულებში?

”მეჩვენება, რომ ბევრად უფრო სასურველი ვარიანტი იქნება, თუ ჩვენ მოვახერხეთ პლანეტის დატოვებას [მანამდე] და ვიპოვით სიცოცხლისთვის უფრო გამოსადეგ ადგილს“ – ასკვნის ის.