”შიმშილობა არ არის სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტილს გზა და ვურჩევდი ჩემს კოლეგებს არ მიმართონ ამ გზას. სააკაშვილის საკითხი არის წმინდა სამართლებრივი თემა, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, როგორც კანონშია გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით ვნახეთ და გუშინ ვიხილეთ თუ რა პირობებში იმყოფება, მე გამახსენდა ადამიანები, რომლებსაც ვნახულობდი მე-7 საპყრობილის დილეგებში, მიწის ქვემოთ. მეც მაქვს პრეტენზიები იუსტიციის სამინისტროსთან ეს ადამიანი უნდა დააბრუნონ იქ, სადაც არიან სხვა პატიმრები, გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან საპატიმროში და ეს ადამიანიც უნდა იყოს საპატიმროში, დაემორჩილება ექიმების რჩევებს, მიიღებს საკვებს და ის იქნება ჯანმრთელი. ”