მეც მედიას წარმოვადგენ, ღმერთსა და ადამიანებს შორის – მამა ზაზა

დღეს მოციქულების დღეა. მოციქულები ქრისტეს მედიაა, მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის”- ეს განცხადება, მამა ზაზამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მამა ზაზამ მედიის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა.

“მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჟურნალისტების მიმართ. ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენ ხალხზე აღმართული ხელი. ისინია ჩვენი თვალი და ყური, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი. აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით და ყევლაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს, ეს იყო არნახული აქტი. 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი.

დღეს არის მოციქულების დღე. მოციქულები არის ქრისტეს მედია. ქრისტეს ჟურნალისტები და ისინი ასწავლიან, იმათმა შეცვალეს სამყარო და ამ თვალსაზრისით მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის” – თქვა მამა ზაზამ.