მეხანძრე-მაშველებმა მამათსა და ასპინძაში ხანძარი ჩააქრეს, დარჩა 1 კერა სამეგრელოში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის 2 ხანძარი ჩააქრეს – გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში.

“ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში – დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”,– წერია უწყების განცხადებაში.