სოფელ მეჯვრისხევში, რუსმა ოკუპანეტბმა, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ლენტები გააბეს და უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს და აცხადებს, რომ “მეჯვრისხევთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება”.
“ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე”, – აცხადებენ უწყებაში.