“მე ავიცრები და არანაირი პრიორიტეტით არ ვისარგებლებ ” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ აუცილებლად აიცრება და არანაირი პრიორიტეტით არ ისარგებლებს.
“რა თქმა უნდა, მე ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელ კატეგორიაშიც მე ვაქცინაციის საჭიროება მექნება. მე არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით.ვთვლი, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არის ეს და გამომდინარე იქიდან, რომ მე ზუსტად ვიცი, რა ხარისხისა და სანდოობის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში, აუცილებლად ავიცრები ამ ვაქცინით,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე