,,მე არა, ჩემი ქალაქი გადაიხდის” – მოძღვარი, რომლის ოჯახი შსს-მ 18 ათასი ლარით დააჯარიმა

კაცხის ეკლესიის წინამძღვრი მამა ამირან მოდებაძე ამბობს, რომ 18 ათას ლარიან ჯარიმას, რომელიც პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მის ოჯახის წევრებს გამოუწერა, მისი ქალაქი გადაიხდის.

მოძღვრის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებენ, რაზეც მამა ამირანი ამბობს, რომ თუ მისმა რძალმა ილაპარაკა, მას დასჯის.

,,32 წელია მოძღვარი ვარ ამ ქალაქში და ასეთი არაფერი ყოფილა. როგორ შეიძლება ახლა გამოვიდეს ჩემი რძალი და რამე ილაპარაკოს, თუ ილაპარაკა, მაგისთვის მე დავსჯი თვითონ”,- ამბობს მოძღვარი.

ის სამართალდამცველებს ამართლებს და აღნიშნავს, რომ ერთმანეთზე უბრალოდ გაბრაზდნენ. ,,რატო ახლა, რატო გაბრაზდებიან, რომ გამაბრაზო, არ გავბრაზდები?!”,- პასუხობს ჟურნალისტს კაცხის ეკლესიის წინამძღვარი.