მე არ გამოვიყენებდი ამ სიტყვებს, არ შეგვიძლია ესკალაცია – მაკრონი ბაიდენზე

”მე არ გამოვიყენებდი ამ სიტყვებს,” – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბაიდენის განცხადებაზე, რომელმაც პუტინს “ჯალათი” უწოდა.

მაკრონის აზრით, “ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სიტუაციის ესკალაცია შეჩერდეს”.

მან France 3-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ თავის ამოცანად ხედავს, “პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ ჯარების სრულ გაყვანას დიპლომატიური საშუალებებით”

“თუ ჩვენ ამის გაკეთება გვსურს, ჩვენ არ შეგვიძლია ესკალაცია არც სიტყვებით და არც ქმედებით”,– აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის, გუშინ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა პუტინს „ჯალათი“ უწოდა და თქვა, რომ ის “ხელისუფლებაში ვერ დარჩება“. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განმარტა, რომ აშშ-ს სტრატეგია არ არის რუსეთში რეჟიმის ცვლილება.