მე არ ვეთანხმები აზარტული თამაშების აკრძალვას, არც ლიმონკით სირბილს – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თავდამსხმელის მოთხოვნებზე ამბობს, რომ არ ეთანხმება.

“მე არ ვეთანხმები არც სესხზე %-ის ზედა ზღვარის დაწესებას, არც აზარტული თამაშების აკრძალვას, არც წამლებზე ფასების კონტროლს, არც ლიმონკით სირბილს.

ამიტომ, ხვალ, გია ვოლსკი და მისი ჯანი”,– წერს ჯაფარიძე.

მისგან განსხვევებით, მოთხოვნებს ეთანხმება ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ხელისუფლებას მოუწოდებს, ისინი შეასრულოს.

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიაცია ემბისი კაპიტალში მძარცველი შეიჭრა და 9 ადამიანი მძევლად აიყვანა. მან ფეისბუქზე ლააივი ჩართო და თავისი მოთხოვნები წამოაყენა. ის ითხოვს: აზარტული თამაშები აკრძალოს, ბანკებმა სესხები წლიურ 7%–ში გადაიტანონ და დაიწიოს მედიკამენტების ფასმა.

ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.