“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე”  – წერს ამის შესახებ, სოციალიალურ ქსელში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და არხის ოფიციალურ წერილს ასაჯაროებს,  სადაც ნათქვამია, რომ  მას “არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ ევალება საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება.

“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.

ოფიციალური პოზიცია – როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება,” – წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.