პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე გუშინ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მისი პარტიის წარმომადგენელიც უნდა მიეწვიათ.
„ფაქტია, რომ 60 პარტიის წარმომადგენელს ნამდვილად არ დაუძახებდნენ ელჩებთან შეხვედრაზე, მაგრამ ის მაინც შემოეთავაზებინათ, რომ თუნდაც ერთი-ორი ადამიანი ყოფილიყო ჩვენი წარმომადგენელი და ინტერესების დამცველი. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, კობახიძისეულ პირად გადაწყვეტილებას, ჟვანიას ბუღალტერიას აღიარებს ყველა?! ვიღაცას მეტად გაუყალბეს და ვიღაცას ნაკლებად და ესენი უნდა შევიყვანოთ და ესენი -არა?! ასეთი დაყოფა ხომ პოლიტიკური ელიტის გაბანძებას უფრო ემსახურება!”,- თქვა ჭიჭინაძემ.
მისივე განცხადებით, ქართული ოცნების ნგრევა მან დაიწყო.
“მითუმეტეს, რომ თუ მართლა ვინმეს ჰქონდა პირადი დაპირისპირება „ოცნებასთან“, მე ვარ და სწორედ მე დავიწყე „ოცნების“ ნგრევა, რაც პირდაპირ აისახა კიდეც ჩემი შედეგების განულებაში. არც ის არის სწორი მიდგომა, რომ ელჩებთან მიმართებაში პირში წყალი უნდა დავიგუბოთ და ხმის გაღება ვერ გავბედოთ, რადგან არავინ არის ჩვენი უფროსი ქართველი ხალხის გარდა!“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.