“მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში 2 კაცზე მეტის საქმეს გავაკეთებთ” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“თუ სადმე რამე შემეშლება იმის პრობლემაც არ მაქვს, რომ ბოდიში მოვიხადო. უნდათ, რომ ამ ქვეყანაში მართლაც ხალხზე, კრიზისის განმუხტვასა და კორონავირუსზე ვიფიქროთ? ვაქცინაციაზე და უმუშევრად რომ არის მთელი ბიზნესები დარჩენილი და ხალხი ლუკმა პურის გარეშე, უნდათ ამაზე გამოსავალზე ვიფიქროთ? იციან ჩვენი ოფისის მისამართი და მოვიდნენ. ნებისმიერი ინციდენტის მიუხედავადაც დაველაპარაკებით. ჩვენ პოლიტიკაში ვართ, საბავშვო ბაღში კი არ ვართ, კი არ ვიბუტებით და ზურგით კი არ ვდგებით. მოვიდნენ და დაგველაპარაკონ.
მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში 2 კაცზე მეტის საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ იქ ჩვენი ცხოვრების მოწყობაზე კი არ ვიზრუნებთ, ჯიპებს კი არ მოვისმსახურებთ, ნახავს ყველა, როგორც დავდიოდით ფეხით ეგრე ვივლით მერეც მეც და ლევან იოსელიანიც”, – თქვა ელისაშვილმა.