პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში, ერთ–ერთ უბანის ოქმს აქვეყნებს სადაც, მას და დავით სერგეენკოს 266-266 ხმა აქვთ მიღებული, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 315-ს შეადგენს.
”მე და სერგეენკო ვიჭიდავებთ ზეგ წითელ ბაღში გამარჯვებული რო გაირკვეს. რახან ასაკით უფროსია, ცალი ხელი გაკრული მექნება. შენ დაუკა, ზურნა დუდუკი ცესკოს გადახდილია….”- წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მერე ტური გაიმართა, რომელშიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.