მე და ჩემს გუნდს ამ მეთოდით ბრძოლა არ გვჩვევია – კალაძე პლაკატებზე

მე და ჩემს გუნდს ამ მეთოდით ბრძოლა არ გვჩვევია -თბილისის მერი კახა კალაძე ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და “სიცრუე” და “ცილისწამება” უწოდა.

“სულ მცირე ლოგიკაა საჭირო, რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა, აგრესია, ქაოსი. მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა, არასდროს გვიბრძოლია ასე. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის, ეს არის ყველზე დიდი კაპიტალი და ყველაზე დიდი პიარი”, – განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.