მე ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე და ის, ვინც არ უნდა ჩარიო პოლიტიკაში?! – სააკაშვილი

ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.

მისი თქმით, ევროპაში მიღებულია, რომ პოლიტიკოსები სხვასხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას იღებენ,

“ამათ ჰგონიათ, რომ მართლა ბნელა. რას ნიშნავს, ჯერ ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჯერ ერთი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელზე და მე ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე და მე ვარ ის ადამიანი, ვინც არ უნდა ჩარიო პოლიტიკაში? და მეორე, ევროპაში ასე არ არის მიღებული. ევროპაში ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში. მე მიმიღია მონაწილეობა მაგალითად ჩემი მეგობრების საარჩევნო კამპანიაში პოლონეთში, ლიტვაში…”, – ამბობს სააკაშვილი.