მე ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ის მკაცრი შეზღუდვების დაწესების მომხრეა, თუმცა ამაზე თანხმობა უნდა იყოს როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ ძალებში.

“კონსენსუსი საჭიროა ხოლმე არამარტო საბჭოზე იმის, რომ დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები, არამედ კონსენსუსი უნდა იყოს საზოგადოებაში. ერთია, როცა ხალხი… მეორეა, როცა პოლიტიკური აქტორები… უნდა იყოს კონსენსუსი ამაზე, რომ ყველა მოითხოვდეს შეზღუდვას. ხალხის სახელით ვინც ლაპარაკობს, იმან უნდა მოითხოვოს. კონსენსუსი უნდა იყოს საზოგადოებაში, პოლიტიკურ ძალებში. მე არავისთან არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, მე ვამბობ ჩემს აზრს, რომ მე ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს”,– თქვა მან ბრიფინგზე.

იმნაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა, მათ შორის, რესტორნებში მხოლოდ აცრილების, ან გატესტილების დაშვებისკენ.

მანვე აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.