“მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, სთხოვოს მაკრონს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსის, ან მოქალაქეობის მინიჭება” – თემურ ქათამაძის წერილი

“მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსის, ან მოქალაქეობის მინიჭება – ბათუმელი მედროშე და რეჟიმის პატიმარი, თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საქართველოს მეხუთე  პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დახმარებას სთხოვს.

“მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსის, ან მოქალაქეობის მინიჭება. ზურაბიშვილს ვთხოვ ამას, მისი მამამისის გულისთვის, რომელიც ჩვენებურების ბელადის, ახმედ მელაშვილის მეგობარი იყო… მე ვარ ახმედ მელაშვილის ქართული ეროვნული მისიის დღევანდელი გამგრძელებელი, თურქეთში ეთნიკური ქართველების ერთადერთი წარმომადგენელი,”- წერს თემურ ქათამაძე დროებითი განთავსების ცენტრიდან გამოგზავნილ წერილში.