“ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან და მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერნდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თხემით ტერფამდე გადავდივარ ელენესთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად.

მაგრამ ამავე დროს, ჩემი პრინციპული პოზიციით მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩენენ ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას. თუკი ამაზეც ხელი აიღებს, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ საქმე”

განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ.