ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ 4 წელზე მეტი არცერთი ხელისუფლება “არ უნდა გააჩერო”. მისივე თქმით, არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს.
“არჩევნები მე ვფიქრობ, სადღაც 2022-ში (უნდა ჩატარდეს). ახლა რომ ჩატარდეს, ისევ არ შევა, რომელიღაც მხარეები არ შევლენ. დღეს რომ ჩატარდეს ცუდი იქნება, ისევ იგივე იქნება, მაგრამ 2024-მდე ალბათ… თუ წესიერად დასხდნენ და ქვეყნის განვითარებაზე იფიქრეს, მერე შეიძლება წესიერი არჩევნების ჩატარება“, – აცხადებს მეუფე იაკობი.
მისივე თქმით, 2020 წელს საპარლამენტო პანდემიის გამო არ უნდა ჩატარებულიყო.
“იმ პირობებში რაც მობილობები იყო, გამოიწვია ის, რომ აგვისტოს მერე, ფაქტიურად ეპიდემია გაძლიერდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა და ამ პოლიტიკას, რაც ყველაზე სამწუხაროა, 3 ათასი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სიმართლე ვთქვათ, არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო. დღეს ჩანს, რომ არ უნდა ჩატარებულიყო. ისიც კი არ გაითვალისწინეს პილიტიკოსებმა. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ არ ჩაეტარებინა ერთი მხრიდან ოპოზიცია აწვებოდა. მხოლოდ ერთმა, მგონი ქალბატონმა ნინომ ახსენა, იქნებ გადაიდოსო. არ გადაიდო და რა მივიღეთ – არც პარლამენტში შედიან, სრული პარლამენტიც ვერ შედგა”,– აღნიშნავს მიტროპოლიტი.