“თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!” – ასე ემუქრება თბილისის მერი კახა კალაძე Instagram-ზე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც ანუკი არეშიძის ფოტოზე დაწერა.
” რა სახე გაქვს, ვაკეში ხომ არ ჩაიარე?”
“ყველაზე ევროპული გინებაც ისმის ყველა მხრიდან, არ გინდათ, არ ჩაიაროთ. პ.ს. თუ მაინცდამაინც, გაჩერება მაინც მაპოვნინეთ”, – წერს მოქალაქე ფოტოზე.
“არაა საჭირო, არ შეწუხდე, მე თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!” – წერს კახა კალაძე.
ამ დროისთვის კი კომენტარები წაშლილია.