“ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს” – თქვა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან მისულმა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი პარლამენტმა არ მიიწვია ეზოში, სადაც იუნკერთა ხსოვნისთვის პატივი მიეგო.
“სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიეგო იუნკერთა ხსოვნისთვის”, – დაწერა პრესსამსახურმა.
მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ზურაბიშვილის მონაწილეობა “გათვალისწინებული არ ყოფილა”.