“მე მაკვირვებს მიხეილ სააკაშვილის გონიერება, იქ გამოკეტილის, ამდენ წნეხ გავლილის, რეპრესიებში მოქცეულის, მას ჰყოფნის გონიერება, კი არ დაიბოღმოს, კი არ ჩაიკეტოს თავის ნაჭუჭში და ზურაბიშვილს თითი კი არ უქნიოს იქიდან, არამედ თქვას, ქალბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, იქნებ ვისაუბროთ, მე თქვენ არ გეტყვით, რომ შეგიწყალოთ… და ამ ფონზე ჩვენ დავდგეთ პოლიტიკოსები პარლამენტში თუ სხვაგან და თითი ვუქნიოთ? არ იქნება ეს სწორი […]

მე დავრწმუნდი, რომ მას აქვს გააზრებული, რომ უმთავრესი ჩავარდნა, ლაქა, პრობლემა მისი მმართველობის იყო სასამართლო. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ის აცნობიერებს სრულად”

ამბობს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი ფორმულასთან ინტერვიუში.