მე მგონი, ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. მისი თქმით, ეროვნული ბანკი მზადოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში “ჩაერიოს”.

“იცით, რომ დღემდე, დაახლოებით, 300 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული, იმისთვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა და წლის ბოლომდეც გამოთქვა მზაობა, ამიტომ, მაგ მხრივ, მე მგონი, ლარის სტაბილურობას არაფერი არ ემუქრება”, — ამბობს მაჭავარიანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაცია მცირდებოდა, ამიტომ წლის ბოლოსკენ “საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით”.

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ 2021 წლისთვის საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება.