“ბედნიერი ვარ რომ მოვესწარი ამ დღეს. ახლა ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე, მივედი, ვუთხარი დამლოცეთ-მეთქი და უნდა გენახათ – მანქანების რიგი დადგა, ყველა მეხვეოდა და წარმატებებს მისურვებდა. ეს არის საყოველთაო სიყვარული და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. მე მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ მაინც იციან, ვის მხარეს არის ზუგდიდში უპირატესობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს.
დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად გავიაროთ ქუჩებში და ვისაც მეტი მოწონება ექნება, ვნახავთ. მე თავს შევწირავ ზუგდიდელებს.
მე მიყვარს საქართველო, ზუგდიდი და მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელად და ბედნიერად. ჩემი გამარჯვება იქნება მესამე პრეზიდენტის გამარჯვებაც”
თქვა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ.