“მე პოლიტპატიმრები არ შემიწყალებია“–სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარს ტვიტერზე შენიშვნა მისცა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომელიც სხვა კოლეგებთან ერთად აქტიურად მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა ტვიტერის გვერდზე სტატუსი დაწერა და ამ გადაწყვეტილებას მიესალმა.

“მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის @Zourabichvili_S მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას. #საქართველო #Georgia“ – დაწერა ევროპარლამენტარმა .

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარის ტვიტი საკუთარ გვერდზე გააზიარა და თან კომენტარი დაურთო:

“უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მე არ შემიწყალებია “პოლიტპატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. მადლობელი ვიქნებოდი, თუ ამ ფაქტს გაითვალისწინებთ საქართველოში არსებული სიტუაციის კომენტირებისას.“– დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.