“მე რა შუაში ვარ?! – მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ”,– ასე პასუხობს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ იბარებენ მას ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება, “რა პროვოკაციებიც იგეგმებოდა”.
„თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?! იკითხებიან. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიკითხება ყველა, თუმცა არავინ დაიჩაგრება, განსაკუთრებუთ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. დადგინდება სიმართლე”,- განაცხადა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, რატომ უსმენენ სასულიერო პირებს, ლილუაშვილმა თქვა: “სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის”.
„დაელოდეთ, ყურადღებით იყავით, გამოძიების შედეგები იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.