გიორგი ვაშაძის პასუხის პასუხი სააკაშვილს – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის თქმით, წუხს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი “იაფფასიან ტერმინოლოგიას იყენებს”.
ვაშაძის განცხადებით, არა მას, არამედ ხალხს შია, რადგან “მიშა-ბიძინას ბრძოლას გადაყვა ეს ყველაფერი”.
“ხალხს შია საქართველოში, საქართველოს შია. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო, ეს არის ის ორპოლუსიანობა, რაც გვართმევს განვითარების პერსპექტივას. მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვიმეორებ – შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ვერ ვითარდება საქართველო და ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ მშია და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი,
რა ქნას, თავისი ინტერესისთვის ეს არის საჭირო, მე ამაზე არ ვბრაზდები, ვიცი მისი ხასიათიც და ვპასუხობ – შია ხალხს”,– განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, სააკაშვილმა ვაშაძეს უპასუხა, რომ მას “მოშივდა”, ვაშაძისთვის ფულის შოვნის ყველაზე ადვილი მეთოდი კი მისი ლანძღვაა.
მანამდე გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ “სააკაშვილის გასწორება არ იქნება”.