”მინდა, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას გამგეობების მუშაობის თვალსაზრისით. გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, სამუშაოები 99-100 %-ით სრულდება, რაც ძალიან კარგია. რამდენიმე გამგეობას უფრო მეტის გაკეთება სჭირდება, გზების ნაწილში აქვს ჩამორჩენა, თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თბილისელების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეც არის დამოკიდებული. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რამე არ გამოგვრჩეს. თუ რაიმე პრობლემა აქვს გამგეობას, არსებობს მუნიციპალური საქალაქო სამსახურები, დაგეხმარებით პრობლემის აღმოფხვრაში. ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ჩვენ ვართ ყველას მერია, ყველას მთავრობა, მე გახლავართ ყველას მერი და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ქალაქსა და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს ღირსეულად ვემსახურო, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად.”