“ერთ-ერთი კითხვა, რომელიც გაინტერსებთ, ალბათ, რატომ ვარ დღეს აქ. ერთადერთი ის, რის გამოც ვარ დღეს აქ ჩემს მეგობრებთან ერთად: ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა მაქვს – მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით ნაკლებად დაგაფრთხოთ. ამ დარბაზის დატოვებას ვაპირებ თქვენთან ერთად. მე შემოვედი ამ დარბაზში, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ლეგიტიმური ხელისუფლება, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი”
განაცხადა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.