”მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
“რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ. მე წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში. რესტორანი კი, კარგია, მესმის, შემოსავალია ადამიანებისთვის, ბიზნესია, მაგრამ განათლება და ბავშვების სწავლა უფრო დიდი ღირებულებაა ქვეყნისთვის”, – აღნიშნა მან.