17 წლის, სკოლის მოსწავლე, გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით დააჯარიმეს- შესაბამის ინფორმაციას არასრულწლოვანის დედა, ნატალი ჯღამაძე ავრცელებს.
„ვისაც მცირედი მოლოდინი მაინც გქონდათ, რომ 17 წლის და მეთორმეტე კლასელს ჯარიმას არ გამოუწერდნენ, მინდა ეს იმედები გაგიცრუოთ. დღეს ჩავიბარე მისი 5 000-ლარიანი ჯარიმა“, – აცხადებს ნატალი ჯღამაძე.