მე-13 დღეა, თბილისში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

მე-13 დღეა ოჯახი, ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

”მეგობრებო, მე-13 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს მაგრამ კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ. თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე ნახეთ გთხოვთ მომწერეთ ან დამირეკეთ 595998861”- წერს სალი ქურასბედიანი.

თორნიკე დალაქიშვილის კვალი წალკაში წყდება, თუმცა, ის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს. მისივე თქმით, პოლიცია სამძებრო სამუშაოებში თორნიკე დალაქიშვილის გაუჩინარებიდან მეორე დღესვე ჩაერთო.