ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ლდანის ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მისაღებად მზადა.
მისი განმარტებით, ის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იქნება.
“პენიტენციური სამსახურის დებულების მიხედვით, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ მიხეილ სააკაშვილი თავიანთ კლინიკაში და ის სერვისები, რომლებიც პაციენტს ესაჭიროება, სრულად არის შეთავაზებული პენიტენციურის მხრიდან და მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი, რომ მას შესთავაზეს მე-18 დაწესებულება და არა რომელიმე სხვა კლინიკა, ვინაიდან თვლიან, რომ უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული და ყველაფერი გაკეთდება პაციენტის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ”,– თქვა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, რუსთავის ციხეში ექიმთა კონსილიუმია შეკრებილი.