მე-2 ფრონტის გახსნისკენ უკრაინელები მოგვიწოდებდნენ, მათ უკან დგას რუსეთი? – ზარქუა დეგნანს

“მე-2 ფრონტის გახსნისკენ უკრაინელები მოგვიწოდებდნენ, მათ უკან დგას რუსეთი?” – ასე პასუხობს, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას სადაც აღნიშნავს, რომ განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია.

”მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას, რაც გუშინ გააკეთა, რომ ომთან მიმართებაში ეს არის რუსული პროპაგანდაო. მე მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, მადლობა ამ პოზიციისთვის, ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია, ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გახსოვთ თქვენ, რომელმაც მოგვიწოდა, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. მათ შორის, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რა ცუდია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არ არიან ხელისუფლებაში საქართველოში, იმიტომ, რომ მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო. მაშინ, ეს რა არის? ანუ, ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებენ? ანუ, მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ.” – განაცხადა ზარქუამ.