უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია “უკრზალიზნიცია” აცხადებს, რომ მე-3 თვეა ასობით რუსი ჯარისკაცის ცხედარს მაცივარ-ვაგონებში ინახავს.
“უკრზალიზნიცია ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, უკვე მესამე თვეა ასობით რუსი ჯარისკაცის გვამს მაცივარ-ვაგონებში ინახავს, რათა დედებსა და ცოლებს დაუბრუნოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია მოუწოდებს რუსეთს, წაიღოს თავისი ჯარისკაცების ცხედრები.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ომის დაწყებიდან 85 დღეში დაახლოებით 28 500 ჯარისკაცი დაკარგა.