თბილისის ზღვაზე მეოთხე დღეა სამძებრო ღონისძიებები გრძელდება – მაშველები და მყვინთავები 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ.
სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცის ტელეფონი და პირადი ნივთები იპოვეს.
საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს პირი, ვისთანაც ლუკა ლაცაბიძეს ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა.
ოჯახის წევრები საკონტაქტო ნომერს ავრცელებენ – 577015945.