ხშირად გვიწევს თქვენი შეწუხება პირდაპირი ეთერით, სოც. ქსელების მეშვეობით, რადგან ახლა “ბიძინავიზიას”, “ხაზარვიზიას” და “ნიკუტავიზიას” ტელევიზიებში ბლოკადა გვაქვს დარტყმული და ეს შეთანხმებულია ერთობლივად, მეგობრულად, ძალიან ალიანსურად, როგორც სჩვევიათ და როგორც ეს წლები მათ ერთად გაამრუდეს ისტორია.
აბა, ახლა, წინა რეჟიმიც და დღევანდელი რეჟიმიც ერთი სისტემის განაყოფი იყო, ერთად მოვიდნენ, ერთად გაიყვეს ქვეყნის სულიერი, მატერიალური რესურსები. ერთად გაუფორმეს თავის შვილებს ჩვენი შვილების მომავალი და ნურავინ იფიქრებს, რომ ეს კავშირები გაწყვეტადია საერთო მტრის წინააღმდეგ, საერთო კონკურენტის წინააღმდეგ, რომელიც მათი სოციალური მტერია პირდაპირი გაგებით, რადგან ჩვენ უნდა ავაშენოთ აქ სოციალიზმი, ანუ ყველასთვის სახელმწიფო და ყველასთვის საშუალება განვითარების და არსებობის. მათ უნდათ, სახელმწიფო ერქვას იმ სივრცეს, რომელიც გადააქციეს შეზღუდული პასუხსიმგებლობის ბიზნეს კომპანიად და საიდანაც მიღებული შემოსავლები მათი ოჯახებისა და მათი ძალიან ახლობელი გარემოცვისაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ბლოკადა გრძელდება და სწორედ ამის გამო გავხდით გუშინ იძულებული, დაგვეწყო მზადება ხაზარაძის და გვარამიას დასანქცირებაზე, რომლებიც არაფრით ნაკლები არ არიან ივანიშვილზე. […]
დილიდანვე ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი, ბოდბის მთავარეპისკოპოს-ქორეპისკოპოსი და რა ვიცი, ეს “ქორი” კარგია, “ქორი” რომ ჰქვია, სწორი სტატუსია. ყოფილი მხედრიონელია, ავტომატით მორბენალი. კიდევ რამდენი ადამიანი ჰყავს მოკლული იმ სამოქალაქო ომში, ალბათ თვითონ იცის და მისმა ნამუსმა, თუ გააჩნია ასეთი. დღესაც გვემუქრება ხშირ-ხშირად თავის ქადაგებებში, რომ იარაღს აიღებს ხელში და გაუსწორდება მოწინააღმდეგეებს, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ გაბედავს წასვლას. ამას ყველაფერს ის აკეთებს ვერცხლისმოყვარეობით. სწორედ აი, ასეთი მეუფეები და ასეთი სინოდის წევრები დაარბია უფალმა, იესო ქრისტემ, როდესაც მივიდა იერუსალიმის ტაძარში და ნახა იქ გაშლილი დახლები და “მამაჩემის სახლი სავაჭრო დახლებად გიქცევიათო” და აუტრიალა და ამოუყირავა. […]
საუბარია ზედა ფენაზე, საპატრიარქოს სინოდის წევრებზე. ეს საპატრიარქო გადაიქცა პოლიტიკურ პარტიად, ბიზნეს ცენტრად-ბიზნეს კორპორაციად. […]
ჯერ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, მსოფლიო რელიგიურ ისტორიას, რომ მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად ღვთის მსახურნი იყვნენ ჩართული ხალხო. ამაზე დიდი ცოდვა რა უნდა იყოს, არ ვიცი. ჩავიდნენ, ან მდინარე იორდანეში იბანაონ, თუ უშველით ბანაობა, ან რაღაცა ქნან.